პროდუქტები

ყვავილის მტვერი
(ფეხგუნდა)

ფასი: 100 გრ. - 8 ლარი.

ყვავილის მტვერი არის მუშა ფუტკრის მიერ ყვავილის მტვრიანად მოპოვებული მცენარის მამრობივი ნაწილი (ფეხგუნდა).
ვიტამინები: A^ B1^ B2^ B5^ B6^ B12^ C^ D^ E^ PP^ K
მიკროელემენტები: კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, ცინკი, მარგანეცი, ქრომი, იოდი და სხვა.

რაც უფრო მრავალფეროვანია ყვავილის მტვერი, მით უფრო მაღალია მისი ეფექტურობა. მოქმედება: ყვავილის მტვერი შეიცავს 240-მდე აქტიურ ნივთიერებას, მათ შორის ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ბიოლოგიური პროცესების ნორმალური წარმართვისა და სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებისათვის აუცილებელია. ყვავილის მტვრის შემადგენლობაში არის ყველა ის მიკროელემენტი, რომელსაც შეიცავს ადამიანის სისხლი, ის სისხლწარმოქმნის მრწყივანლე სტიმულატორია. ხელს უწყობს სისხლში ერითროციტების სწრაფად მატებას. ყვავილის მტვერი ამცირებს სისხლის შედედების უნარს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ტრომბის, ინფარქტის, ინსულტის დროს. იგი ამაგრებს კაპილარებს, ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში.



ჰიპერტონიული დაავადებებისას ყვავილის მტვერი საგრძნობლად ამცირებს წნევას. იგი გამოიყენება დაბალი წნევის დროსაც (ამ დროს მისი მიღება ხდება ჭამის შემდეგ). ყვავილის მტვერის ნარევი თაფლთან განსაკუთრებულ შედეგს იძლევა გულის იშემიური დაავადებისას, აწესრიგებს გულის რითმს. ყვავილის მტვერს გააჩნია დაზიანებული ქსოვილებისა და უჯრედების რეგენერაციის უნარი, რაც განსაკუთრებით ვლინდება ღვიძლის დაავადებებისას (ცეროზი, ბოტკინი, ექინოკოკი), აგრეთვე ნაღვლის ბუშტის (ქოლეცისტიტის) დაავადებების დროს. ყვავილის მტვერი არეგულირებს ნერვულ და ენდოკრინულ სისტემას, ააქტიურებს ინსულინის გამოყოფას, ამიტომ ეფექტურია შაქრიანი დიაბეტისას. იგი იცავს კუჭ-ნაწლავს ინფექციისგან და არეგულირებს მის ფუნქციონირებას. ყვავილის მტვერი განსაკუთრებით ეფექტურია პროსტატიტის, პროსტატის ადენომის და იმპოტენციის დროს. აძლიერებს სქესობრივ პოტენციას. ყვავილის მტვერი აღადგენს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, აძლიერებს ორგანიზმის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას. ყვავილის მტვერი - ესაა უსაზღვრო ენერგია. ყვავილის მტვერი აამაღლებს - რა ფარმაკოპრეპარატების სამკურნალო ეფექტურობას ერთდროულად ამცირებს მათ ტოქსიკურობას და ხშირად მთლიანად გამორიცხავს მათ გვერდით მოვლენებს. თუ ყვავილის მტვერთან ერთად მივიღებთ სადედე რძეს, პროპოლისს, თაფლის მკურნალობის ეფექტურობა საგრძნობლად გაიზრდება. მიღების წესი: ზრდასრულთათვის დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთ-ით ადრე, 1 ჩაის კოვზი. მოზრდილთათვის ზრდასრულის ნახევარი დოზა. უკუჩვენება: მეფუტკრეობის პროდუქტებისადმი ალერგიის შემთხვევაში ყვავილის მტვერი ამცირებს სისხლის შედედების უნარს, ამიტომ იმ პირთათვის, რომლებსაც ახასიათებს სისხოდენა მისი მიღება არ არის რეკომენდირებული. შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ ცივ და ბნელ ადგილას.

100 გრამი ყვავილის მტვრის დაახლოვებითი შემადგენლობა:

წყალი: 21,3 – 30,0 გრ
მშრალი ნივთიერება: 70,0 – 81,7 გრ
ცილა (პროტეინი) – 7,0 – 36,7 გრ
ნახშირწყლები: 20,0 – 38,8 გრ; მათ რიცხვში:
ლიპიდები: 1,38 – 20,0