ცნობილი ქართველი ბოდიბილდერი - ვიქტორ გეგეშიძე



შვედეთში ყოფნის დროს გავიგე ამ უნიკალური პროდუქციის არსებობის შესახებ. სპორცმენებში ძალიან ფართო გამოყენება აქვს ამ პროდუქციას. კერძოდ, მაგალითად ფუტკრის რძეს სპორცმენები ხმარობენ თითქმის სისტემატურად და უშუალოდ ბოდიბილდერებიც. მასში არის ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ამინომჟავა (მათ შორის 10 შეუცვლელი). ასევე უნიკალურია გამაახალგაზრდავებელი ჰორმონი იუვენილურის შემადგენლობით. დავინტერესდი და ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაციაც და აღმოვაჩინე, რომ ყველა ცნობილი ტესტობუსტერის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია ტესტოსტერონის ამაღლების თვალსაზრისით.



შვედეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავიკითხე ამ პროდუქციის არსებობის შესახებ და ჩემდა სასიხარულოდ აღმოვაჩინე კომპანია "ოქროს ფუტკარი" დღესდღეისობით მათთან ვთანამშრომლობ და მინდა საქართველოშიც სპორცმენებმა გაიგონ ამ მართლაც უნიკალური პროდუქციის არსებობის შესახებ. ეს ყოველივე მე საკუთრ თავზე გამოვცადე და მივიღე წარმოუდგენლად დადებითი შედეგები. გირჩევთ თქვენც გასინჯოთ ეს მართლაც უნიკალური პროდუქცია და შედეგებში თვად დარწმუნდებით.



არის კიდევ ერთ ერთი პროდუქტი ეგრეთ წოდებული "ჭეო", რომელიც დადებითად მოქმედებს ღვიძლზე, აღადგენ მის უჯრედებს. როგორც ცნობილია ბოდიბილდერები საკვებად იყენებენ ცილოვან პროდუქტებს კუნთოვანი ქსოვილის გასანვითარებლად და გასაზრდელად, ასევე სხვადასხვა სპორტული მედიცინის პრეპარატებს და სპორტულ კვებას. ამ ყველაფრის დიდი რაოდენობით მიღება გარკვეულ უკუ ჩვენებას ახდენს ჩვენ ღვიძლზე და ზუსტად ამ ყველაფრის თავიდან აცილების მიზნით საუკეთსო საშუალებაა "ჭეო", რომელიც იცავს ღვიძლს დაზიანებისაგან და აღდგენს მის უჯრედებს.

              


საქართველოში მეფუტკრეობა განვითარებული დარგია და მრავალი კერძო მეფუტკრეა, მაგრამ მე უპირატესობა მივანიჭე ერთადერთ სააქციო საზოგადოებას - "ოქროს ფუტკარს", რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქციას, მათ შორის ფუტკრის რძეს, ჭეოს, თაფლს და მეფუტკრეობის ყველა სხვა პროდუქტს.

ვიქტორ გეგეშიძე