პროდუქტები

ფუტკრის სადედე რძე - ჯანმრთელობის ელექსირი

ფუტკრის სადედე რძეს მუშა ფუტკრები ყვავილის მტვერისა და თაფლსაგან გამოიმუშავებენ და სპეციალური ჯირკვლებიდან გამოყოფენ. ფუტკრის ოჯახში ამ რძეს იყენებს მუშა ფუტკარი დედა ფუტკრის და ფუმფლის (ბარტყმის) საკვებად. ახლად გამოჩეკილი მუშა ფუტკრის ფუმფლი სადედე რძით იკვებება არსებობის პირველ ორ დღეს, ხოლო დედა - გამოჩეკიდან სიცოცხლის ბოლომდე. სწორედ ამ სასწაულმოქმედი საკვების შედეგია ის, რომ დედა ფუტკრის ფუმფლი 5 დღეში წონაში 1600-1800-ჯერ იმატებს და ყალიბდება სრულფასოვან, განაყოფიერება-გამრავლების უნარის მქონე მდედრად. იგი აქტიურ პერიოდში ყოველდღიურად 1500-დან 3500-მდე კვერცხს დებს, რომლის წონაც აღემატება მის წონას. დედა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 4-7 წელს აღწევს, ხოლო მუშა ფკტკრისა - აქტიურ პერიოდში 30-40 დღეა.
       ამჟამად მიჩნეულია, რომ ბუნებაში არ არსებობს ფუტკრის სადედე რძეზე უფრო აქტიური პროდუქტი ცოცხალი ორგანიზმის განვითარების, გაახალგაზრდავების და გამრავლებისთვის. ფუტკრის სადედე რძე ერთადერთი პროდუქტია, რომელიც შეიცავს ორგანიზმისათვის ყველა საჭირო ამინომჟავას (მათ შორის 10 შეუცვლელია), ვიტამინებს (B1, B2, B5, B6, B12, A, D, PP, E და ა.შ.) 300-მდე მიკრონაერთს. მხოლოდ და მხოლოდ ფუტკრის სადედე რძეში გვხვდება გამაახალგაზრდავებელი ჰორმონი იუვენილური.
       სადედე რძე მონაწილეობს სისხლის წარმოქმნასა და მასში ქოლესტერინის დონის მკვეთრად შემცირებაში. იგი ნივთიერებათა ცვლის რეგულატორია და შესაბამისად ახდენს წონის კორექციას.
       ფუტკრის რძეს ბუნებაში ანალოგი არ მოეპოვება უშვილობის სამკურნალოდ. ორსულობის პერიოდში ხელს უწყობს ჩანასახის ნორმალურ განვითარებას, დედის ორგანიზმში ლაქტაციის პროცესის სტიმულირებას.
       ფუტკრის სადედე რძე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს (30-50%) ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს. ამიტომ მისი მიღება მიზანშეწონილია მძიმე ფიზიკური დატვირთვისას (სპორტსმენები) და დაძაბული გონებრივი შრომის პირობებში მყოფი ადამიანებისთვის (მაგ. გამოცდების დროს).
       ფუტკრის სადედე რძე არეგულირებს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ებრძვის სტრესს, დეპრესიას, გონებრივ და ფიზიკურ გადაღლას. იგი მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ფუტკრის სადედე რძე მრავალი დაავადების დროს გამოიყენება როგორც სამკურნალო, ასევე პროფილაქტიკის მიზნით. სადედე რძე მიჩნეულია საკვებ დანამატად, რომელსაც ძლიერი სამკურნალო და ბიოსტიმულირებული თვისებები მოეპოვება. იგი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხედველობას და მეხსიერებას. ააქტიურებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას (განსაკუთრებით სასქესო ჯიკვლების); ხელს უშლის ყოველგვარი სიმსივნის წარმოქმნას; ამცირებს შაქრის დონეს სისხლში; აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას; აღადგენს და აძლიერებს იმუნურ სისტემას; ახდენს ორგანიზმის ბიოსტიმულირებას, სისხლის ატრერიული წნევის რეგულირებას (როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად).
       ფუტკრის სადედე რძე ძალზედ ეფექტურია. პროსტატიტისა და პროსტატის ადენომის მკურნალობისას მას გააჩნია ძლიერი მიკრობ-საწინააღმდეგო თვისებები. იგი სპობს 21 სახის მიკროორგანიზმს, მათ შორის, სოკოს და ტუბერკულოზის (კოხის) ჩხირებს.
       ფუტკრის სადედე რძეს ეფექტურად იყენებენ პარფიუმერმიაში. საკმარისია იაფასიან კრემში 15-20% რძის დამატება, რომ იგი საფირმო ძვირადღირებულ კრემს უტოლდება.

   მიღების დოზა: სადედე რძის დღიური პროფილაქტიკური ნორმა ზრდასრულთათვის 0,2 გრ-ია; 16 წლამდე მოზარდებისათვის - 0.1 გრ.
     მიღების წესი: დღეში 1-2 ჯერ, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, ენის ქვეშ დადებით (როგორც ვალიდოლი) 10-15 წუთის განმავლობაში. მისი მიღება შეიძლება თაფლთან და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებთან ერთად. აღნიშნული პროფილაქტიკური დოზის მიღება შეიძლება ხანგრძლივად, როგორც საკვები დანამატი, 10 დღიანი შესვენებით.
    გვერდითი მოვლენები: ფუტკრის რძისადმი ალერგია, რაც გამოიხატება ნერვიული აღგზნებადობით და თავის ტკივილით (ეს ძალიან იშვიათად).
       უკუჩვენება: ადისონის (თირკმელზედა ჯიკვლების დაავადების) დროს.
       შენახვის პირობები: ინახება მაცივარში ან თერმოსში, სადაც ტემპერატურა იქნება +2 °C -დან + 6 °C -მდე.