გთავაზობთ ნატურალურ თაფლს
საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან

მაისის თაფლი

მაისის თაფლი ყველაზე ადრეულია თაფლია დამახასიათებელი მოოქროსფერო შეფერილობით და სასიამოვნო არომატით. შემადგენლობით უაღრესად მრავალფეროვანია და შეიცავს მრავალ მიკროელემენტებს, მინერალურ მარილებს და ვიტამინებს. შეიცავს დიდი რაოდენობით ფრუკტოზას, რომელიც ადვილად მუშავდება უჯრედულ დონეზე. საუკეთესოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის და იმუნიტეტის გასაძლიერებლად. გამოიყენება, როგორც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. აღადგენს სისხლს ორგანიზმში, კურნავს ნერვულს სისტემას და უძილობას.

წაბლის თაფლი

წაბლის თაფლი გამორჩეული, ოდნავ მომწარო არომატის მუქი შეფერილობის თაფლია. უხვად შეიცავს ვიტამინ С, სხვადასხვა მიკროელემენტებს, სახაროზას, ფრუქტოზას და სხვა. წაბლის თაფლი ნელა კრისტალიზდება (შაქრდება). მდიდარია ამინომჟავებითა და მინერალური ნივთიერებებით. დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე. გამოირჩევა განსაკუთრებული ანტისეპტიკური თვისებებით და გამოიყენება მრავალი დაავადებების სამკურნალოდ, უმთავრესად - გულის, სასუნთქი ორგანოების, კუჭ-ნაწლავის სისტემის და სხვ. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

ცაცხვის თაფლი

ცაცხვის თაფლი ერთ-ერთი საუკეთესო და ძვირადღირებული პროდუქტია. გამჭვირვალე, ღია-მოყვითალო შეფერილობის თაფლი შესანიშნავი არომატით. შეიცავს მრავალ ბიოლოგიურად ძვირფას ნაერთებს, ამინომჟავებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს. აძლიერებს იმუნიტეტს და აღადგენს სასიცოცხლო ძალებს. კარგია კუჭ-ნაწლავის სისტემის, ბრონხიტის, ასთმის, თირკმლის და სხვ. დაავადებების სამკურნალოდ. გამოიყენება დამწვრობის და დაჩირქებული ჭრილობის სამკურნალოდაც. აუმჯობესებს მხედველობას. ბავშვებში იყენებენ ყბაყურის, წითურას და კრუნჩხვების სამკურნალოდ.

უფასო მიწოდების სერვისი თბილისის მასშტაბით!



"ოქროს ფუტკრის" საფუტკრეები

ნატურალური თაფლი (სუფთა ბუნებრივი, გაუფილტრავი, დაუმუშავებელი და გაულღობი) შეიცავს მრავალ სამკურნალო თვისებას და დაავადებათა თავიდან აცილებას უწყობს ხელს. შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც ებრძვის დაავადებებს და მათ გამომწვევ მიზეზებს აწესრიგებს ორგანიზმში. ნატურალური თაფლი ინარჩუნებს ყველა ბუნებრივი ვიტამინებს, ამინომჟავებს, მინერალებს, ფერმენტებს, ენზიმებს და სხვა კვების ელემენტებს. ნატურალური თაფლი შეიცავს პროპოლისს (დინდგელი), რომელიც ძალიან ფართე სპექტრის მძლავრი ბუნებრივი ანტიბიოტიკია და ფუტკრის ფეხგუნდას (ყვავილის მტვერს), რომელიც ასევე მდიდარია ვიტამინებით. ნედლი თაფლის მომხმარებელი თაფლთან ერთად სარგებლობს ასევე ამ ორი უნიკალური პროდუქტითაც. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თაფლი დადებითად მოქმედებს ალერგიის, დიაბეტის, უძლურების, ხველების, ჭრილობის შეხორცების, იმუნიტეტის და მრავალი სხვა ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში (დიაბეტის შემთხვევაში მცირე დოზით).

ეს საინტერესოა: ფუტკრები ათასობით საათის განმავლობაში, 2 მილიონამდე ყვავილს მოინახულებენ, რომ დაახლოებით 500 გრამი სუფთა თაფლი შეაგროვონ!

კავკასიის მთები ძალიან მდიდარი ფლორით. მცენარის ბევრი სახეობა კავკასიისა და საქართველოსათვის ენდემურია. უმდიდრესი ფლორა, მრავალფეროვანი კლიმატური პირობები და დაუბინძურებული ტერიტორია უზრუნველყოფს თაფლის მაღალ ხარისხს და აკმაყოფილებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საექსპორტო მოთხოვნებს.

"ოქროს ფუტკრის" საუკეთესო ნედლ თაფლს აქვს შეუდარებელი ყვავილოვანი არომატი და გემო.
"ოქროს ფუტკრის" თაფლი ყველა მომხმარებლისთვის შესანიშნავი არჩევანია!

საქართველოში მეფუტკრეობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამ დროისათვის, ბორჯომის რეგიონში აღმოჩენილია მსოფლიოში თაფლის უძველესი ნაშთები. არქეოლოგებმა მოიპოვეს თიხის ჭურჭელი, რომლის შიდა ზედაპირზე შემორჩენილი იყო ცაცხვის თაფლი. სამარხი 5,500 წლით თარიღდება.

სამარხი შემთხვევით აღმოაჩინეს 2003 წელს, როდესაც მიმდინარეობდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მაგისტრალის მშენებლობა.

რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები

შესანიშნავი და უგემრიელესი თაფლია. ყველას გირჩევთ!

უგემრიელესი თაფლია. ერთხელ თუ გასინჯავ, აღარასდროს ინატრებ სხვას.

საუკეთესო თაფლია ხარისხით და ფასით. მივირთმევთ მთელი ოჯახი!

ქართული მთის რუხი ფუტკარი
(Apis Mellifera Caucasia)

ქართული მთის რუხი ფუტკარი, მსოფლიოს სამი ძირითადი სახეობიდან ერთ-ერთია. ქართულ ფუტკარს აქვს ლეგენდარული უნარი, დიდი რაოდენობით თაფლი აწარმოოს ცივი ამინდისა და ცუდი პირობების მიუხედავად. საქართველო არის ამ ქვესახეობის ცენტრალური სამშობლო. ქართული ფუტკრის ხორთუმის სიგრძე ყველაზე დიდია ფუტკრის ჯიშებში და შეადგენს დაახლოებით 7.3 მმ. გრძელი ხორთუმის წყალობით ქართულ ფუტკარს შეუძლია შეაგროვოს ნექტარი ისეთი ყვავილებიდან, რომელთაგან მის კონკურენტ სხვა სახეობებს არ შეუძლიათ.

ქართული მთის რუხი ფუტკარი მნიშვნელოვანი სახეობაა მსოფლიო მეფუტკრეობისთვის. ქართული ფუტკარი შეერთებულ შტატებში პირველად მე -19 საუკუნის მიწურულს შეიყვანეს, ძირითადად კომერციული თაფლის მწარმოებელ საფუტკრეებში. ქართული ფუტკარი ასევე ცნობილია როგორც Apis Mellifera Caucasia. სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერები გააოცა ქართული ფუტკრის თვისებებმა; ყველაზე თვინიერია, შეუძლია იფრინოს უამინდობის და მცირე წვიმის შემთხვევაშიც, აწარმოებს უფრო მეტ თაფლს, ვიდრე სხვა სახეობები.

საერთაშორისო გამოფენებზე ქართულ ფუტკარს მიღებული აქვს 3 ოქროს მედალი: 1961 წ. ქ. ერფურტი, გერმანია, მებაღეობის გამოფენა. 1965 წ. ქ. ბუქარესტი, რუმინეთი,მეფუტკრეობის საიუბილეო 20-ე საერთაშორისო კონგრესი აპიმონდია (APIMONDIA) და 1971 წ. ქ.მოსკოვი, რუსეთი, მეფუტკრეობის 23-ე საერთაშორისო კონგრესი აპიმონდია (APIMONDIA).



საკონტაქტო ფორმა



Your message has been sent. Thank you!